ინგა გრიგოლია მოწმის სახით პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია შვიდი ნოემბრის საქმეზე პროკურატურამ მოწმის სახით ჩვენების მისაცემად დაიბარა. ამის შესახებ თავად ინგა გრიგოლია, ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
“უკვე მესამე საქმეზე დამიბარეს პროკურატურაში მოწმის სახით ,ჩვენების მისაცემად…..პირველად-ეროსის საქმეზე….მეორედ -გოგირდის აბანოების თემაზე,რომელსაც ოდესღაც გადაცემა მივუძღვენი(2005 თუ 2006-ში)…..და სამწუხაროდ,ბევრი დეტალი აღარ მახსოვს იმ ამბების……ამჯერად კი დაბარებული ვარ შვიდ ნოემბერზე“, – წერს ინგა გრიგოლია.