გია ვოლსკი: შინაარსის მიხედვით, მერაბიშვილის, კეზერაშვილის და ხაბეიშვილის მოძრაობა ყველაფერია, გარდა ეროვნული მოძრაობისა
„ნაცმოძრაობისთვის“ ეროვნული მოძრაობის მანტიის მორგებაა მთავარი, მაგრამ ფორმის გარდა არსებობს შინაარსიც, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაანონსებულ საპროტესტო აქციას.
„შინაარსის მიხედვით, მერაბიშვილის, კეზერაშვილის და ხაბეიშვილის მოძრაობა ყველაფერია, გარდა ეროვნული მოძრაობისა. ეს არის ეროვნულს დაპირისპირებული მოძრაობა, ყველა თავისი ატრიბუტით, და ამ მანტიის მორგება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რის გამოც 9 აპრილს დანიშნეს ეს აქცია“, – აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა “ქართულ ოცნებას” ულტიმატუმი წაუყენა და 9 აპრილამდე ევრორეკომენდაციების შესასრულებლად ვადა მისცა. 9 აპრილს კი აქცია დააანონსა.