მარია ლვოვა-ბელოვა ჰააგის გადაწყვეტილებაზე: ძალიან კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ჩვენი შრომა დააფასა

ბავშვთა საკითხების ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა ჰააგის სასამართლოს მიერ, მისი და პუტინის დაკავების ორდერის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ძალიან კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დააფასა ჩვენი ქვეყნის ბავშვების დასახმარებლად შრომა, რომ არ ვტოვებთ მათ საომარ ზონაში, რომ გამოვიყვანეთ, რომ ვუქმნით მათ კარგ პირობებს, გარშემორტყმული ვართ მოსიყვარულე მზრუნველი ადამიანებით. იყო სანქციები ყველა ქვეყნიდან, იაპონიიდანაც კი, ჩემთან მიმართებაში, ახლა არის დაკავების ორდერი, მაინტერესებს რა იქნება შემდეგი“, – განუცხადა მარია ლვოვა-ბელოვამ RTVI-ს.

ცნობისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები