ICC-ის პრეზიდენტი: პუტინის დაკავების ორდერი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, პიოტრ ჰოფმანსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია.

„დაკავების ორდერი არ არის ჯადოსნური ჯოხი, თუმცა ჩვენ გვჯერა დაკავების ორდერის შემაკავებელი ეფექტის და გვჯერა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, რომ დაზარალებულები არ დარჩებიან მარტო, ისინი არ არიან დავიწყებულნი და ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ იმას, რისი მოლოდინიც არის“, – აღნიშნა ჰოფმანსკიმ.

ICC-ის პრეზიდენტმა პუტინის დაკავების ორდერი ერთგვარ სანქციას შეადარა.

„არსებობს 123 ქვეყანა, მსოფლიოს ქვეყნების ორი მესამედი, სადაც ის უსაფრთხოდ არ იქნება“, – განაცხადა ჰოფმანსკიმ.

კითხვაზე, სთხოვს თუ არა ICC ხელმომწერ ქვეყნებს პუტინის დაპატიმრებას, თუ ის მათთან ჩავა, ჰოფმანსკიმ  ICC-ის წესდება მოიშველია: „ყველა მონაწილე სახელმწიფოს აქვს იურიდიული ვალდებულება სრულად ითანამშრომლოს სასამართლოსთან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ დაკავების გადაწყვეტილება“.

ცნობისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები