ზელენსკი პუტინის დაკავების ორდერზე: ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება

ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს საერთაშორისო იუსტიციის წონიანი გადაწყვეტილება გვაქვს. საქმეში, რომელშიც არის რეალური პერსპექტივა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა პუტინის დასაკავებლად. ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება.

ტერორისტული სახელმწიფოს ლიდერი და კიდევ ერთი რუსი ოფიციალური პირი ოფიციალურად გახდნენ ეჭვმიტანილნი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში: უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში, ათასობით ჩვენი ბავშვის უკანონო გადაყვანაში ტერორისტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკაა, სახელმწიფო გადაწყვეტილებებია, სახელმწიფო ბოროტებაა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები