25 აგვისტო
10:00
„რედისონში” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) პლენარულ შეხვედრას გახსნის.
მიმდინარეობს
10:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სოლიდარობის ფონდის პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: გორგასლის#16, მე-6 სართული
11:00
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” NDI მედიას უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს.
11:00
„Front News“–ის პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. მისამართი: ვასილ ბარნოვის #60, ოფისი #11; ტელ: 247 36 56, 595 032 032
11:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისურენოვანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა “კარგი მმართველობა” (“Good Governance”) გაიხსნება, რომელსაც რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თბილისის მერი დავით ნარმანია, პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სხვა სახელისუფლებო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
11:30
“პირველ პრესკლუბში” ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მდგომარეობა ციხეებში, მოშიმშილე პატიმრები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში პატიმარ კახაბერ სპეტიშვილის დედა ლალი სპეტიშვილი მისი შვილის უკანონოს დაკავებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:30
„Front News“–ის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების შიმშილობა. მისამართი: ვასილ ბარნოვის #60, ოფისი #11; ტელ: 247 36 56; 595 032 032
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის დირექტორი თეონა ლავრელაშვილი,„მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ხელმძღვანელი რიტა პროკოპენკო და აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ნანა გოგოხია პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მიერ მომზადებული ვიზიტის შედეგები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
12:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ რუხში საავადმყოფოს მშენებლობის გახსნას დაესწრება.
12:00
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, საჯარო მმართველობის და ადმინისტრირების პროგრამის დარგობრივი კურსების პირველი ნაკადის მსმენელებს სერტიფიკატებს გადასცემს. ადგილი: ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა; მისამართი: ქუთაისი, ნიკეას ქ. 17
13:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებსა და მათი სამედიცინო ქსელების წარმომადგენლებს რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. მისამართი: აკ. წერეთლის გამზ.№144
14:00
საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია, თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მისამართი: ლერმონტოვის 10
14:00
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფუძნარის აღდგენილ გუმბათზე ჯვარს საზეიმოდ აღმართავენ.