სლოვაკეთი უკრაინას 13 გამანადგურებელს – MiG-29-ს გადასცემს
სლოვაკეთის მთავრობამ უკრაინაში 13 გამანადგურებლის – MiG-29-ის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ედუარდ გეგერმა პრესკონფერენციაზე თქვა.
“დღეს მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა საერთაშორისო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც გადაწყდა უკრაინისთვის მიგ-ების და საჰაერო თავდაცვის სისტემის Kub-ის გადაცემა,” – თქვა პოლიტიკოსმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამანადგურებლები უკრაინელების დაცვას ემსახურებიან და არა მათი თავდასხმისთვის გამოყენებისთვის.
სლოვაკეთმა თვითმფრინავებისთვის მოკავშირეებისგან კომპენსაციის სახით 900 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.
16 მარტს პოლონეთის პრემიერმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეში ვარშავა კიევს 4 MiG-29-ს გადასცემს.