დარიალის ხეობაში, დამეწყრილი გზა ამ დროისათვის სრულად გაწმენდილია

   დევდორაკის ხეობაში 24 საათიანი გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გზა სრულად გაიწმინდა და ამ ეტაპზე აღდგენითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, პარალელურად მიმდინარეობს მდინარე თერგის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნების და ლარსის გამშვები პუნქტის გაწმენდითი სამუშაოები.
სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ ვითარებას ადგილზე უწევენ მეთვალყურეობას.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს დევდორაკში ჩამოწოლილმა მეწყერმა თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია, გადმოსულმა მდინარემ სრულად დაფარა გზის სავალი ნაწილი და გზის საფარს საფუძველი გამოაცალა. ჩამოწოლილი ღვარცოფის შედეგად 2 კმ გზის მონაკვეთია დაზიანებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები