კახა კალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაწვეულ კანონპროექტზე: გადაწყვეტილება სწორი იყო – არანაირი პოლიტიკური თამაში არ ღირს იმად, რომ ვიღაცა ვიღაცას დაუპირისპირდეს

გადაწყვეტილება სწორი იყო – არანაირი პოლიტიკური თამაში არ ღირს იმად, რომ ვიღაცა ვიღაცას დაუპირისპირდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაწვეულ კანონპროექტთან დაკავშირებით „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იყო სწორი, არანაირი კანონპროექტი და არანაირი გადაწყვეტილება, არანაირი პოლიტიკური თამაში არ ღირს იმად, რომ ვიღაცა ვიღაცას დაუპირისპირდეს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ ადამიანსაც თმა არ ჩამოუვარდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები