თეა წულუკიანი: ჩვენს ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულების ვადებს უდგენს არა ოპოზიცია, არამედ ევროკავშირი
ჩვენს ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულების ვადებს უდგენს არა ოპოზიცია, რომელიც ექსტრემისტების დაჯგუფებად არის ქცეული, არამედ თავად ევროკავშირი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ამჯერად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ჩვენ, რასაკვირველია, ამ ვადებში ჩავეტევით. პარლამენტმა ძალიან დიდი შრომა გასწია და მადლობა ჩვენს პოლიტიკურ საპარლამენტო უმრავლესობას ამისთვის. რასაკვირველია, ყველა ვადა ზედმიწევნით იქნება დაცული. იმედი მაქვს, ევროკავშირი ამჯერად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, როდესაც სამი სხვადასხვა ქვეყნის დოსიეებს განიხილავს. შეაფასებს იმ დიდ ნახტომს, რეფორმების სახით, რომელიც საქართველომ ბოლო ათი წლის მანძილზე განახორციელა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა, რომლის კომენტარსაც „პირველი არხი“ ავრცელებს.