გაეროს დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისია რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს
გაეროს დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ცნობით, რუსეთმა უკრაინაში ომის დროს მრავალი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა.
მათივე მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უკრაინაში „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მრავალჯერ დაარღვია“.
გაეროს კომისიის ინფორმაციით, რუსების მიერ განხორციელებული ომის დანაშაულები მოიცავდა „თავდასხმებს სამოქალაქო მოსახლეობაზე და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე, განზრახ მკვლელობებს, უკანონო პატიმრობას, წამებას, გაუპატიურებასა და სხვა სექსუალურ ძალადობას, ასევე ბავშვების უკანონო გადაყვანასა და დეპორტაციას“.
ანგარიშში ასევე დაფიქსირდა უკრაინის ძალების მიერ ჩადენილი დარღვევების მცირე რაოდენობა, „მათ შორის სავარაუდო განურჩეველი თავდასხმები და ორი ინციდენტი, რომელიც კვალიფიცირდება როგორც ომის დანაშაული, სადაც რუსი სამხედრო ტყვეები დახვრიტეს, დაჭრეს და აწამეს“.