გიტანას ნაუსედა: ჩინეთს სურს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი გააგრძელოს

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს უკრაინასთან ომში, მიუხედავად იმისა, რომ პეკინი ცდილობს ნეიტრალური სამშვიდობო შუამავლის როლი ითამაშოს. ამის შესახებ ნაუსედამ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთის როლი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ახლა უფრო დესტრუქციულად გამოიყურება, ვიდრე კონსტრუქციულად და მისთვის რთულია პეკინის წარმოდგენა ნეიტრალურ შუამავლად.

„სამწუხაროდ, ვხედავ ჩინეთის მიზანს – გაგრძელდეს ეს ომი და კიდევ უფრო სისხლიანი გახდეს.  ასეთ ვითარებაში ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს ფარული თუ ღია ფორმით“, – განაცხადა ნაუსედამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები