პოლონეთი უახლოეს დღეებში უკრაინას MiG-29-ის ტიპის ოთხ გამანადგურებელს გადასცემს

Mandatory Credit: Photo by Jakub Kaminski/EPA/Shutterstock (8316682g) A Mig-29 Fighter Jet of the Polish Air Force Performs with a Royal Air Force Typhoon Fgr4 Aircraft During a Joint Show in Siauliai Air Base Lithuania 15 May 2014 Polish and British Military Aircrafts Participate in the Nato Baltic Air Policing (bap) Mission Over Estonia Latvia and Lithuania Lithuania Siauliai Lithuania Nato Baltic Air Policing Mission - May 2014

პოლონეთი უახლოეს დღეებში უკრაინას MiG-29-ის ტიპის ოთხ გამანადგურებელს გადასცემს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„რაც შეეხება MiG-29-ის ტიპის თვითმფრინავებს, რომლებიც კვლავ მოქმედებენ პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვაში, გადაწყვეტილება მიღებულია უმაღლეს დონეზე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ჩვენ ვაგზავნით MIG-ებს უკრაინაში.

ჩვენ დაახლოებით ათეული MIG-ი გვაქვს, რომლებიც 90-იან წლებში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან მივიღეთ და ისინი ფუნქციონირებს და მონაწილეობს ჩვენი საჰაერო სივრცის დაცვაში. ისინი საოპერაციო ცხოვრების ბოლო ეტაპზე არიან, მაგრამ ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ. უახლოეს დღეებში ჩვენ უკრაინას გადავცემთ ოთხ თვითმფრინავს“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი გახდა ნატოს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას MiG-29-ის ტიპის გამანადგურებლებს მიაწვდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები