საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, ჰუმანიტარული მისიით უკრაინაში ექიმთა ჯგუფი გაგზავნოს

   უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო კიევს ჯანდაცვის კუთხით დახმარებას სთავაზობს. სატელეფონო საუბარი ამის შესახებ უკვე შედგა დავით სერგეენკოსა და მის უკრაინელ კოლეგას შორის. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, ჰუმანიტარული მისიით უკრაინაში გაგზავნოს ექიმთა ჯგუფი, მედიკამენტები, სახარჯი მასალა ან იზრუნოს საომარი მოქმედებებისას დაზარალებული უკრაინელი პაციენტების ჯანმრთელობაზე – საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს უკრაინიდან პაციენტების საქართველოში ჩამოყვანა და მკურნალობა-რეაბილიტირება.
“მომავალი კვირის დასაწყისში უკრაინაში ჩვენგან სამედცინო დაგეგმარების რამდენიმე სპეციალისტი ჩავა, ისინი ადგილზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად საჭიროებებს დაგეგმავენ. ვფიქრობ ამას ხანგრძლივი დრო არ დასჭირდება, მაქსიმუმ ორი დღე და ამის მიხედვით სტრატეგიულად გადავწყვეტთ, იქნება ეს პაციენტების გადმოყვანა თუ რესურსების მიხმარება, ეს არის ჩვენი ახლანდელი სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები