“პოლონელ ექიმებს სააკაშვილის გამოკვლევის ნებართვა მისცეს” – რაკარდ იოზვიაკი

პოლონელმა ექიმებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების და გამოკვლევის ნებართვა მიიღეს.

ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ “საქართველოში ექიმების ჩასვლის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია”.

იოზვიაკი წერს, რომ სააკაშვილის პოლონეთში ან სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანაზე საუბარი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები