The Telegraph: საფრანგეთი ევროკავშირის გეგმას აფერხებს, რომელიც უკრაინის საბრძოლო მასალით მომარაგებას გულისხმობს

საფრანგეთი ევროკავშირის გეგმებს აფერხებს, რომელიც უკრაინის საარტილერიო ჭურვების მარაგის შევსებას გულისხმობს და ითხოვს, რომ საბრძოლო მასალის წარმოება ბლოკის შიგნით მოხდეს.

ამის შესახებ The Telegraph-ი ევროპაში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროს თქმით, პარიზს სურს გარანტიები, რომ 2 მილიარდი ევროს ღირებულების შეიარაღების ერთობლივად შეძენის ხელშეკრულება სარგებელს ბლოკის შიგნით დაფუძნებულ კომპანიებს მოუტანს.

აღნიშნული მოთხოვნა გაჟღერდა ბრიუსელის ხელმძღვანელობით ერთი მილიონი 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების შეძენის ახალი სქემის განხილვის დროს. ამ სქემის მიხედვით, წევრი ქვეყნები მიიღებენ ფულად სტიმულს, რომ ერთმანეთთან შესყიდვების ცენტრალიზება და კოორდინაცია მოახდინონ იმ იმედით, რომ მოხდეს რაც შეიძლება მეტი შეკვეთის გაკეთება, რაც, თავის მხრივ, წარმოების მოცულობას გაზრდის.

ფრანგი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ევროკავშირში დაფუძნებულ თავდაცვის კომპანიებს უნდა ჰქონდეთ ახალ მომგებიან კონტრაქტებზე წვდომა. ამ მოთხოვნის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამან შესაძლოა, შეანელოს უკრაინის მხარდაჭერა, რადგან წარმოების სიმძლავრე ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ევროკავშირის გარეთ.

ამ დრომდე ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას მხოლოდ 350 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები მიაწოდეს, რაც კიევს თავდაცვის ხაზის შესანარჩუნებლად და მოსალოდნელი საგაზაფხულო კონტრშეტევის დასაწყებად სჭირდება.

ბრიუსელმა ამ დახმარებისთვის წევრ ქვეყნებს 450 მილიონი ევრო აუნაზღაურა, თითო ჭურვის სავარაუდო ღირებულება 1285 ევროს შეადგენს.

დასავლური დაზვერვის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად, დაახლოებით, 6 000 საარტილერიო ჭურვს ისვრიან, ხოლო რუსეთი – 20 ათასს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები