CNN: უკრაინაში ჩინური წარმოების დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის აღმოსავლეთში მოდერნიზებული ჩინური დრონი ჩამოაგდეს.
ამის შესახებ CNN-ი უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით იტყობინება.
ირკვევა, რომ რუსებმა გამოიყენეს ჩინეთში წარმოებული დრონი Mugin-5, ინტერნეტში მათ “Alibaba -ს დრონებს” ეძახიან, რადგან ისინი Alibaba-სა და Taobao-ს ვებსაიტებზე 15 000 დოლარად იყიდება.
Mugin Limited-მა CNN-ს დაუდასტურა, რომ ეს მათი დრონი იყო და ინციდენტს “ძალიან სამწუხარო” უწოდა.
თებერვალში გაზეთმა Spiegel-მა დაწერა, რომ ჩინეთი აპირებს რუსეთს დამრტყმელი კამიკაძე-დრონები ZT-180 გადასცეს, რომელსაც 35-დან 50 კგ-მდე ქობინის ტარება შეუძლია.