დედამიწას 13 მარტს აღმოჩენილი 30-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდება
დედამიწას ახლახან აღმოჩენილი ასტეროიდი – 2023 EY უახლოვდება.
ამის შესახებ The Watchers იტყობინება.
ასტეროიდი დედამიწას, სულ რაღაც 239 ათასი კილომეტრის მანძილზე, 17 მარტს მიუახლოვდება.
2023 EY – Apollo ასტეროიდების ჯგუფს მიეკუთვნება, და ის 13 მარტს აღმოაჩინეს.
მისი სავარაუდო დიამეტრი 14-დან 30 მეტრამდეა, რაც მას სიდიდით მეორე ასტეროიდად აქცევს, რომელიც წელს დედამიწას მიუახლოვდება.