დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად დაკარგული საქართველოს მოქალაქის ძებნა გრძელდება

დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად დაკარგული საქართველოს მოქალაქის ძებნის სამუშოები გრძელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა, ამ მხრივ, რაიმე სიახლე არ არის.
უწყების ინფორმაციით, დარიალის ხეობაში და “ყაზბეგის” საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სტიქიისგან გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მიმდინარეობს გზის აღდგენის სამუშაოებიც, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მისი აღდგენა.
დარიალის ხეობაში სტიქია 20 აგვისტოს მოხდა. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კმ–ზე მეწყერი 20 აგვისტოს გვიან ღამით ჩამოწვა. ღვარცოფული ჩამონატანების შედეგად გადაიკეტა გზის სავალი ნაწილი და ჩაიკეტა დარიალის ხეობა, დაზიანდა “ყაზბეგის” სასაზღვრო-გამშვები პუნქტიც.
სტიქიის შედეგად დაიკარგა საქართველოს ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქე. 21 აგვისტოს მდინარე თერგმა, რუსეთის მხარეს სოფელ ლარსში თურქეთის მოქალაქის ცხედარი გამორიყა, საქართველოს ერთი მოქალაქე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები