“სირიაში რუსეთის ჯარის ყოფნა უნდა გაფართოვდეს და არ იყოს დროებითი” – ბაშარ ასადი
სირიის ლიდერმა, ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსული ჯარის გაფართოების მომხრეა.
ამის შესახებ მან მოსკოვში “რია ნოვოსტი”-ს განუცხადა
„თუ რუსეთს აქვს ბაზების გაფართოების ან მათი რაოდენობის გაზრდის სურვილი, ეს ტექნიკური ან ლოგისტიკური საკითხია. თუ ასეთი სურვილი არსებობს, მიგვაჩნია, რომ სირიაში რუსეთის ყოფნის გაფართოება კარგია”, – თქვა მან.
ამასთან, სირიის ლიდერმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნა არ უნდა იყოს დროებითი და შემოიფარგლოს მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლით.
„ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ბალანსზე და რუსეთის ყოფნა სირიაში მნიშვნელოვანია მსოფლიოში ძალთა ბალანსის თვალსაზრისით, როგორც ქვეყანა, რომელიც მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაზე“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
„რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, სამხედრო ბაზების საკითხი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს არ უნდა უკავშირდებოდეს. ტერორიზმთან ბრძოლა დღევანდელი თემაა, მაგრამ დროებითია. არცერთ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ყოფნა არ უნდა იყოს რაიმე დროებითზე დაფუძნებული. ჩვენ ვამბობთ საერთაშორისო ბალანსზე და მნიშვნელოვანია რუსეთის ყოფნა სირიაში, რაც დაკავშირებულია ძალთა ბალანსთან მსოფლიოში”, – თქვა ბაშარ ასადმა.