ფხენიანმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდა ჩაატარა.

აღნიშნული მოხდა სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერების ისტორიული შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.

რაკეტის გაშვებას ადასტურებენ  როგორც სეულში, ასევე – ტოკიოში.

იაპონიის არმიის ცნობით, ბალისტიკურმა რაკეტამ 6000 კილომეტრის სიმაღლეზე, დაახლოებით, 70 წუთის განმავლობაში იფრინა და იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის გარეთ, ჰოკაიდოს კუნძულ ოშიმადან 200 კილომეტრში ჩამოვარდა.

იაპონიის ოფიციალური პირები ზარალის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს ფხენიანის უკვე მეოთხე გაშვებაა, თუმცა, წინა სამი მოკლე რადიუსის რაკეტა იყო.

დღეს იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა ტოკიოში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, იუნ სოკ-იოლს შეხვდება, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში სამხრეთ კორეის ლიდერის იაპონიაში პირველი ვიზიტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები