ჯონ კირბი: შავ ზღვაში ჩავარდნილი აშშ-ის სადაზვერვო დრონი, შესაძლოა, ვერასდროს ამოიღონ

National Security Council Coordinator for Strategic Communications, John Kirby, speaks during the daily briefing in the Brady Briefing Room of the White House in Washington, DC, on September 16, 2022. (Photo by SAUL LOEB / AFP) (Photo by SAUL LOEB/AFP via Getty Images)

შავ ზღვაში ჩავარდნილი აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო დრონი, შესაძლოა, ვერასდროს ამოიღონ, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ის ჯერ ნაპოვნი არ გვაქვს და დარწმუნებული არ ვარ, რომ მის პოვნას შევძლებთ. ტერიტორიაზე, სადაც დრონი ჩავარდა, წყალი ძალიან ღრმაა“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ცნობისთვის, შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი – სუ-27 ამერიკულ სამხედრო დრონს შეეჯახა. აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებით, აღნიშნული კატასტროფა „რუსების არაპროფესიონალური ქმედების“ შედეგი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები