ლაშა ხუციშვილი კომპანია Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს, არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კომპანია Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს, არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს, ასევე, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებები და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.
შეხვედრას დაესწრნენ კომპანია Rothschild & Co-ს მრჩეველი პიერ ადელინი, კომპანია Kaiser Partner-ის აღმასრულებელი მმართველი სტეფან ლინიგერი, კომპანია Rothschild & Co-ს მრჩეველი ელა ტრედი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი.
შეხვედრას დისტანციურად დაესწრო კომპანია Kaiser Partner-ის სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი ტილა ქავენგი.