მიხეილ სარჯველძე: საზოგადოებასთან კომუნიკაცია დავაკელით და ფაქტია, რომ ვერ მოვახერხეთ საზოგადოებისთვის სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა კანონპროექტის განზრახვის შესახებ

ბევრი ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდა შეცდომის მსხვერპლი, ეს იყო არასწორი კომუნიკაციის რეზულტატი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც კანონპროექტის შესახებ დისკუსიას ეწინააღმდეგებოდა, კარგად იცოდა, რომ ევროკავშირი აპირებს ამ ინიციატივის წამოწყებას.

„ჩვენც ვთქვათ, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია დავაკელით და ფაქტია, რომ ვერ მოვახერხეთ საზოგადოებისთვის სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა კანონპროექტის განზრახვის შესახებ, რა შედეგები მოჰყვებოდა და ბოლომდე ისე იარა ამ კანონპროექტმა, რომ საზოგადოებაში ერთ-ერთი მოარული მანკიერი მითი არსებობდა, რომ თითქოსდა შშმ პირებზე გავრცელდებოდა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაკეთდა განცხადება ამასთან დაკავშირებით. ვინ როგორ წარმოადგინა საკითხთან დაკავშირებით პოზიცია, მგონი საზოგადოებას ამაზეც მკაფიო წარმოდგენა ჩამოუყალიბდა. გადასარევად იცოდნენ იმ ადამიანებმა, ვინც დისკუსიას ეღობებოდა წინ, რომ მათ შორის ევროკავშირი აპირებს ამ ინიციატივის წამოწყებას, მაგრამ არა, საქართველოსთვის ეს არ შეიძლება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები