სტუდენტი დავით ჩხობაძე: არ ვაპირებ, გამოვაქვეყნო ჩემი ჩარიცხვები
თსუ-ის სტუდენტი, დავით ჩხობაძე აცხადებს, რომ არ აპირებს მისი ჩარიცხვების გამოქვეყნებას და ამის არანაირი ვალდებულება არ აქვს.
მისი თქმით, ინფორმაცია, რომ მას 1000 ლარი ჩაერიცხა, არის ცრუ ბრალდება.
„მე არ ვაპირებ, ცხადია, გამოვაქვეყნო ჩემი ჩარიცხვები, რადგან დიტო სამხარაძისგან, ასეთი ნომენკლატურული პიროვნებისგან ბრალდებაზე პასუხიც არასერიოზულია. ეს არის ცრუ ბრალდება და ცილისწამება და მცდელობა იმისა, რომ სტუდენტების პროტესტი ჩაახშო და დააშინო ახალგაზრდები, არანაირი ვალდებულება არ მაქვს ამის“, – განუცხადა დავით ჩხობაძემ “რუსთავი-2”-ს.
“კვირას” ინფორმაციით, კეზერაშვილის ცოლის ძმა, დიმა ჩიქოვანი ფულს უხდის პარტიულ ახალგაზრდებს, რომლებიც შემდეგ მთელი სტუდენტობის სახელით ახდენენ ხელისუფლების დისკრედიტაციას.
“კვირასთვის” მიწოდებული ინფორმაციით, გუშინ დიმა ჩიქოვანმა დავით ჩხობაძეს გადაურიცხა ,,საქართველოს ბანკის,, ანგარიშზე 1000 ლარი. დეპუტატი დიტო სამხარაძე ითხოვს, რომ ჩხობაძემ გაასაჯაროოს მისი გადარიცხვები.