წელს სვანეთი Freeride World Tour-ის საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლებს

16 – 19 მარტს სვანეთი, უკვე მეორედ, Freeride World Tour-ის საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლებს.

ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ, მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს როგორც თხილამურებით, ასევე, სნოუბორდით. Freeride – ის კვირეულის ფარგლებში, გაიმართება შეჯიბრებები თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სადაც დაახლოებით ორმოცდაათამდე ქართველი და უცხოელი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას.
შეჯიბრის პარალელურად, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, გასტორნომიული და გასართობი პროგრამაც. ფრირაიდის მე – 2 საკვალიფიკაციო შეჯიბრის დაჯილდოებას (18 – 19 მარტს) დაესწრებიან მხარდამჭერი სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი მერიისა და სვანეთი DMO – ს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები