დავით დარჩიაშვილი: ქუჩების საარჩევნო პლაკატებისგან გაწმენდა მერიის მოვალეობაა

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ინიციატივას, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიებს თბილისის ქუჩების საარჩევნო პლაკატებისგან გაწმენდა დაევალათ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, ისინი საკუთარი წინასაარჩევნო პლაკატების ჩამოხსნას არ აპირებენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განმარტებით, სააგიტაციო მასალისგან ქალაქის ქუჩების გაწმენდა მერიის დასუფთავების სამსახურის მოვალეობაა.

“ეს ინიციატივა უბრალოდ აჩვენებს იმას, რომ ენერგიას, მომთხოვნელობას, ყველაფრის ადმინისტრირებას ჩაენაცვლა ყველაფრის მიშვება და უნიათობა. თავის დროზე ეს იყო ქალაქის მუნიციპალიტეტის – მერიის საქმე. თუნდაც ის, რომ პარტიებისათვის მოეწოდებინა, მოეთხოვნა და ამავე დროს, თვითონაც მიეღო ამ ყველაფერში მონაწილეობა. დღეს ვხედავთ, რომ არავის არაფერი აღარ ადარდებს”, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

დავით ნარმანიას განცხადებით, პოლიტიკური პარტიები თუკი დადგენილ ვადებში ქუჩების დასუფთავებას არ უზრუნველყოფენ, ისინი დაჯარიმდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები