თემურ ჯანაშიას 20 000 – ლარიანი გირაო შეეფარდა
სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, თემურ ჯანაშიას 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით მას პასპორტიც ჩამოერთვა და ყოველ ათ დღეში პროკურატურაში გამოცხადება დაევალა.
ჯანაშია მისთვის შეფარდებულ აღმკვეთ ღონისძიებას არაადეკვტურად მიიჩნევს და აპირებს, რომ საქალაქო სასამარლოს მოსამართლე დავით გელიაშვილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს.
“პროკურატურა რასაც მიიჩნევს დანაშაულად, ამ საბუთების ამოღება დაახლოებით 2 წლის წინ მოხდა და ამ ფაქტზე გამოძიება დიდი ხანია, მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე გადავკვეთე საზღვარი. პირველივე მოთხოვნაზე ყოველთვის ვცხადდებოდი სამართალდამცავ ორგანოში და აბსოლუტურად არ შემიშლია ხელი გამოძიებისთვის. პირიქით, ვთანამშრომლობდი გამოძიებასთან. აქედან გამომდინარე, ვთვლი რომ რაიმე სახის აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება უკანონოა”, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურა თემურ ჯანაშიასთვის 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაშია ბრალდებული.