რა მიიღო ნანუკა ჟორჟოლიანმა ქალისგან, რომელიც მოძალადისგან იხსნა
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ქუჩაში ქალზე ძალადობის ფაქტს შეესწრო. მომხდარზე ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს. “ნახალოვკაში შუქნიშანზე ვიდექი, აი მარცხნივ რომ სადგურივით არის და ვხედავ კაცი გამეტებით, აი ძალიან გამეტებით სცემს ქალს. ოღონდ გვერდით დგანან ბევრი კაცები (სავარუდოდ მძღოლები ტაქსები დგას იქვე) და არავინ ადგილიდან არ იძვრის! გაბრაზებული გადავხტი. ისედაც მოკლე სარაფანა ამ ქალს წელს ზემოთ ასვლია, გდია ძირს! ავაყენე, იმ კაცმა ხო მაგინა, ვინ გეკითხებაო:)) თან უცნაური გინება კი სცოდნია, ეს ქალი მანქანაში ჩავისვი და მოკლედ ვუთხარი ცოტა წინ გაგიჩერებთ-თქო, არაო აქ და აქ მიმიყვანეო მისამართი ვერ გავიგე აგიხსნიო, გზაში ვეკითხები: პოლიციას რატომ არ დაუძახეთ-თქო და მაგარმა გაბრაზებულმა მითხრა, მეტი საქმე არ მქონდა კაცს დავაჭერინებდიო. ოღონდ იმ კაცზე ამბობს, გულით რომ სცემდა რამდენიმე წუთის წინ, ჩანთაც წამართვაო და მოკლედ რომ ვუჩერებ ბოლოს სადაც მიმაყვანინა თავი, ვხედავ უკან რაც მედო ყველაფერი ხელში ეჭირა. ბევრი არაფერი მაგრამ… მადლობაზე ზედმეტია ლაპარაკი და კარებიც მაგრად მოაჯახუნა… ხო, და ამ დროს კი ვერ გაიგებ, უნდა გააჩერო თუ უნდა გაიარო!!! რომელი ჯობია ვერ გაიგებ ამ ქვეყანაში! მგონი მაინც ჯობია გაიარო!” – წერს ფეისბუქზე ჟორჟოლიანი.