თბილისში “თავისუფლების ჯაჭვის“ აქცია გაიმართა

თბილისში “თავისუფლების ჯაჭვის” 25 წლისთავის აღსანიშნავი და უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია უკრაინის საელჩოსთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით გაიმართა.

“დღეს „თავისუფლების ჯაჭვის“ 25 წლისთავი აღინიშნება. 25 წლის წინ, 1989 წლის 23 აგვისტოს, ტალინიდან ვილნიუსამდე, 600 კმ-ს მანძილზე ორ მილიონამდე ლიტველმა, ლატვიელმა და ესტონელმა უთხრა “არა” საბჭოთა კავშირს და მონობას. „ბალტიური ჯაჭვი“ ბოროტების იმპერიის რღვევის და ბალტიის ქვეყნების სამშვიდობოზე გასვლის მნიშვნელოვან სიმბოლოდ იქცა (ჯაჭვი იუნესკოს ძეგლადაცაა აღიარებული). თავისუფლებისმოყვარე ადამიანები დღეს ცოცხალ ჯაჭვში დგებიან ვილნიუსში, რიგაში, ტალინში, კიევში, კიშინიოვში, ვარშავასა და თბილისში. 25 წლის წინანდელი მოვლენის გახსენების გარდა, ამ ქალაქებში შეკრებილები გამოხატავენ სოლიდარობას უკრაინის მიმართ, რომელიც ამჟამად იბრძვის თავისუფლებისთვის იგივე ძალის წინააღმდეგ, რომელიც 1989 წელს ცდილობდა ტირანიის გადარჩენას”,- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები