თემურ ჯანაშია გირაოს გადასახდელად ქონების ყადაღას მოხსნას ითხოვს

  • თემურ ჯანაშია, დარწმუნებულია, რომ უდანაშაულოა. როგორც ბრალდებული აცხადებს, პროკურატურა სასამართლოზე მის ბრალეულობას ვერ დაამტკიცებს. „ვფიქრობ, რომ სასამართლოზე დავამტკიცებ, რომ აბსოლიტურად უდანაშაულო ვარ. ის რომ სამხედრო ადამიანი, რომელიც ასრულებს მთავარსარდლის განკარგულებებს და სამსახური, რომლის ხელმძღვანელიც ვიყავი მე, მანამდე ასრულებდა განკარგულებას და ჩემს შემდეგადაც, ეს ჩვეულებრივი დაცვის არგუმენტი იქნება. ვფიქრობ, პროკურატურა ვერ შეძლებს დაარწმუნოს სასამართლო ჩემს ბრალეულობაში. რაც შეეხება ჩემი ქონების ყადაღის საკითხს, პროკურატურამ, რომელიც 100 ათას ლარს ითხოვს, ვფიქრობ ნაწილობრივ მაინც უნდა მოხსნას ყადაღა, ჩემს და ჩემს ახლობლების ქონებაზე“, – აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.
    თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ჯანაშიას აღმკვეთი ღონისძიების საკითხს ამ წუთებში განიხილავენ. პროკურატურა ჯანაშიასგან გირაოს სახით 100 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები