ირაკლი ალასანიამ ჯეიმს აპატურაის გამოწვევა მიიღო

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქველმოქმედო მარათონ ALS Ice Bucket Challenge-ში ჯეიმს აპატურაის გამოწვევა მიიღო. ალასანია ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„გამოწვევა მიღებულია, გაგრძელება იქნება“, – წერს ალასანია სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ აქციის შედეგად, 5 დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, WeHelp.Ge-ს საშუალებით 15 000 დოლარის დაგროვება მოხერხდა. ALS ასოციაციის ანგარიშზე კი უკვე 48 მილიონი დოლარია დაგროვილი.
საქველმოქმედო აქციის მიზანი, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერა და დაავადებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები