შსს-მ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსი დააკავა

   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე დაკავებული იქნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სამმართველოს უფროსი დავით ქავთარაძე, შპს “ტომატოს” დირექტორი ალექსანდრე ილაშვილი, ამავე შპს-ს ბიზნესპარტნიორი ალექსანდრე რობაქიძე და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ფიზიკური პირი ადალეთ ბაირამოვი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძებამ დაადგინა, რომ დავით ქავთარაძე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა დ აუპირატესობას შპს „ტომატოს“ წარმომადგენლებს: ალექსანდრე რობაქიძესა და ალექსანდრე ილაშვილს ანიჭებდა. იგი შპს „ტომატოს“ საექსპორტოდ გასატან ტვირთებზე ფიტოსანიტარიულ სერთიფიკატებს ყოველგვარი შემოწმებისა და დათვალიერების გარეშე გასცემდა. დავით ქავთარაძე აღნიშნულის სანაცვლოდ შპს „ტომატოს“ წარმომადგენლებისგან გარკვეულ თანხას იღებდა.
თავის მხრივ, შპს “ტომატოს” წარმომადგენლები ფიზიკურ პირთან, ადალეთ ბაირამოვთან წინასწარი შეათანხმებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისათვის წარმოშობის ქვეყნის შეცვლის მიზნით, აყალბებდნენ ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რის შემდეგაც აღნიშნულ დოკუმენტაციას საბაჟო ორგანოებში წარადგენდნენ.
გამოძება დავით ქავთარაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე), ხოლო ალექსანდრე ილაშვილის, ალესანდრე რობაქიძის და ადალეთ ბაირამოვის მიმართ გამოძება ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები