ზურაბ აბაშიძე: მზად ვართ რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები გავაგრძელოთ
-
პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე საქართველოდან რუსეთში ექსპორტის გაზრდას გამოეხმაურა.
როგორც აბაშიძე აცხადებს, საქართველო მზადაა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გაზარდოს. “მზად ვართ რუსეთთან გავაგრძელოთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. რაოდენობები ნამდვილად არ არის ასტრონომიული, მაგრამ ტენდენცია ზრდისა არსებობს. რაოდენობებზეა აქ ლაპარაკი ჩვენ რუსეთს დეფიციტს ვერანაირად ვერ მოვუგვარებთ, მაგრამ ეს ჩვენთვის რაღაცას წარმოადგენს, ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ რუსეთთან გავაგრძელოთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები იმავე ფორმით ჩვენი მზად ყოფნა ჩვენი მზაობა უკვე დავადასტურეთ “, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.