გიორგი მარგველაშვილი: შემძრა გუშინ მომხდარმა საზარელმა ფაქტმა

  • საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის საპატიო კონსულის მკვლელობას ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იგი შეშფოთებას გამოთქვამს ლუგანსკში მომხდარი სასტიკი მკვლელობის გამო.

    „შემძრა გუშინ მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ლუგანსკში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ ლიტვის საპატიო კონსულის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობის შესახებ. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ საქართველო მკაცრად გმობს ტერორის ნებისმიერ გამოვლინებას და მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად აგრძელებს ბრძოლას ამ 21-ე საუკუნის ყველაზე საშიში და ანტიჰუმანური მოვლენის წინააღმდეგ. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ მიკოლა ზელენიჩის ოჯახსა და ახლობლებს“ – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
    შეგახსენებთ, რომ ლუგანსკში ლიტვის საპატიო კონსული მიკოლა ზელენიჩი მოკლეს. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა “ტვიტერზე” დაწერა. “ღრმა მწუხარებით ვიტყობინები, რომ ეს-ესაა შევიტყე – ლუგანსკის ოლქში ტერორისტებმა გაიტაცეს და სასტიკად მოკლეს ლიტვის საპატიო კონსული მიკოლა ზელენიჩი”, – დაწერა ლინას ლინკევიჩიუსმა გუშინ “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები