გიგა ნასარიძე: მართალი ყოფილა დამნაშავეები დანაშაულის ადგილზე ბრუნდებიან ხოლმეო

ინტელექტკლუბის „რა?სად?როდის?“ წევრი გიგა ნასარიძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას გამოჩენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მართალი ყოფილა დამნაშავეები დანაშაულის ადგილზე ბრუნდებიან ხოლმეო“, – წერს ნასარიძე Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები