ვანო მერაბიშვილი “ყინულის აქციას” უერთდება – “მე და გიგი ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ”

შსს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო “ყინულის აქციას” უერთდება. ამის შესახებ ექსმინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “სიამოვნებით შევუერთდები საქველმოქმედო აქციას და ჩემი ოჯახი აუცილებლად გადარიცხავს შესაბამის თანხას ამიოტროპიული ლატერალური სკლეროზის გამოკვლევებისთვის. რაც შეეხება ცივი წყლის გადასხმას, თითქმის მთელი ზაფხულია, მე და გიგი ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ ჩვენს საკნებში, სადაც ტემპერატურა დაახლოებით 45 გრადუსი არის, თუმცა აქამდე წარმოდგენა არ გვქონდა თუ რამხელა სიკეთეს ჩავდიოდით ამ საქციელით. შესაბამისი კადრები შეგიძლიათ გამოითხოვოთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან (არ დაგავიწყდეთ, რომ კადრები ყოველ 24 საათში იშლება)”, – ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები