ნიკა მელია: ნებისმიერი ჩვენგანი არის იმაზე აქტიური, ვიდრე ადრე, განსხვავებები განზე გადავდეთ – დამარცხება დაუშვებელია

ნებისმიერი ჩვენგანი არის იმაზე აქტიური, ვიდრე ადრე. განსხვავებები განზე გადავდეთ და ვკონცენტრირდით შედეგზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის უნიკალური პროცესი თავისი შინაარსით, რომელსაც ანალოგი უკანასკნელი წლების განმავლობაში არ მოეძებნება.

„პირველ რიგში, განსხვავება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის კონსოლიდაციის ხარისხია. უამრავი ადამიანი, რომელიც აქ არის, ერთიანდება საერთო დარდით, რომელიც უკავშირდება ამ სახელმწიფოს მომავალს. არ შეიძლება შედეგი არ ჰქონდეს ამ პროცესს. სხვანაირად ნიშნავს, რომ ჩვენ ვკარგავთ მრავალი ათწლეულით სახელმწიფო სუვერენიტეტს, თავისუფლებას და ყველა ძირითად ფასეულობას, რომელსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდით. გამარჯვება ნიშნავს ამ ყველაფრისთვის ხორცის შესხმას, ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებას და სახელმწიფოში დემოკრატიული წესწყობილების დამკვიდრებას. ამიტომ, დამარცხება დაუშვებელია. ისტორიის წინაშე დანაშაულია და არავინ ამ დანაშაულის ჩადენას არ აპირებს. საზოგადოების ჯგუფები არ აპირებენ დანაშაულის ჩადენას ისტორიის წინაშე. ნებისმიერი ჩვენგანი არის იმაზე აქტიური, ვიდრე ადრე. განსხვავებები განზე გადავდეთ და ვკონცენტრირდით შედეგზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები