გუგული მაღრაძე: თუ ქვეყნები, ვისი მხარდაჭერითაც მოვედი დღემდე, გვეუბნებიან რომ რაიმე ჩვენი ევროპული მომავლისთვის არაა სასარგებლო, დავუჯეროთ!

თუ ის ქვეყნები, ვისი მხარდაჭერითაც მოვედი დღემდე, გვეუბნებიან რომ რაიმე ჩვენი ევროპული მომავლისთვის არაა სასარგებლო, დავუჯეროთ! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გუგული მაღრაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გამო თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

„ევროპული ოჯახის წევრობის გარეშე არ არსებობს საქართველოს მომავალი. დღემდე რომ მოვედით ისე, რომ გვაქვს დამოუკიდებლობა, მეტ-ნაკლებად ნორმალური განვითარება, უსაფრთხოება, სწორედ რომ აშშ-ისა და ევროპის დამსახურებაა. თუ ის ქვეყნები, ვისი მხარდაჭერითაც მოვედი დღემდე, გვეუბნებიან რომ რაიმე ჩვენი ევროპული მომავლისთვის არაა სასარგებლო, დავუჯეროთ!

პატივს ვცემ მოსაზრებების მრავალფეროვნების გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ დაპირისპირება არ უნდა გადავიდეს ძალადობაში და ეს ყველას გვეხება!“, – წერს გუგული მაღრაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები