კობა ხაბაზი: არც პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არც ვადამდელი არჩევნები? მხოლოდ კანონის უკან გაწვევა და გუშინ დაპატიმრებულების გათავისუფლება? ესაა მოთხოვნა?

არც პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არც ვადამდელი არჩევნები? მხოლოდ კანონის უკან გაწვევა და გუშინ დაპატიმრებულების გათავისუფლება? ესაა მოთხოვნა?, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.

„ვთქვათ გაიწვიეს კანონი, ან პრეზიდენტად წოდებულმა ვეტო დაადო, რომელსაც ვერ დაძლევენ და გუშინ დაპატიმრებულები გაათავისუფლეს, მორჩა ამით? კარგად ვიცი ეტაპობრივი გამარჯვებების მიღწევის ფასი, მაგრამ ეს კარგ შემთხვევაში შეცდომაა!“, – წერს ხაბაზი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეების მოთხოვნები გააჟღერა. ისინი საკანონმდებლო ორგანოდან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას და 7 მარტის აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ, აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კი ხელისუფლებას 1-საათიან ვადას აძლევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები