მედიის ცნობით, საქართველოს ელჩი ესტონეთში საგარეო უწყებაში დაიბარეს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა, რათა საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მხარდაჭერაზე შეშფოთება გამოხატონ. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის მედია ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების შესახებ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ.

შეგახსენებთ, რომ  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები