პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილები ხელისუფლებას მათი პირობების დასაკმაყოფილებლად 1-საათიან ვადას აძლევენ.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ისინი საკანონმდებლო ორგანოდან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას და 7 მარტის აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
ვაშაძის თქმით, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ საზოგადოებას შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებს გააცნობენ.
აქციის მონაწილეებმა გიორგი ვაშაძის მიერ პარლამენტთან გაჟღერებულ მოთხოვნებს თანხმობა გამოუცხადეს.