„არა რუსულ კანონს“ – რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„არა რუსულ კანონს“ – ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.

ისინი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს პლენარულ სხდომაზე პირველივე მოსმენით მიიღო.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კანონი არაკონსტიტუციურია და საქართველოს მომავალი ევროპაშია. ისინი საკანონმდებლო ორგანოდან აღნიშნული კანონპროექტის გაწვევას და პარლამენტთან გუშინდელ აქციაზე დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას ითხოვენ.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია და ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები