სოლიდარობის ფონდის საქმიანობის მოსამზადებელი ეტაპი დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილმა სოლიდარობის ფონდმა მოსამზადებელი ეტაპი და საჯარო უწყებებში შეხვედრები დაასრულა.
როგორც სოლიდარობის ფონდში აცხადებენ, ფონდის მიზნებსა და კონცეფციაზე დეტალური ინფორმაცია საჯარო მოხელეებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ და სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა მიაწოდეს.
მათივე თქმით, პრეზენტაციები ასევე გაიმართება მთავარ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროში.
„სოლიდარობის ფონდში ნებაყოფლობით დონაციის სურვილი საჯარო სექტორში 20 ათასმა ადამიანმა გამოხატა. ფონდში პირველი შენატანები მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა განახორციელეს. სოლიდარობის ფონდში, რომლის მთავარი ლოზუნგია „სიკეთე გადამდებია“, თანხას ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან რიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი“, – აცხადებენ ფონდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები