„ქალური როლების“ დამფუძნებლის, ფსიქოთერაპევტ ნათია ახობაძის ინიციატივით, საჯარო ლექცია – „ქალი და ქარიზმა“ გაიმართა

„ქალური როლების“ დამფუძნებლის, ფსიქოთერაპევტ ნათია ახობაძის ინიციატივით, საჯარო ლექცია – „ქალი და ქარიზმა“ გაიმართა.

ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა და როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები, ისე სპეციალურად მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„შეხვედრა ქალთა ცნობიერების ამაღლებას ეძღვნებოდა – ამოიცნონ საკუთარი რესურსი, თუ როგორ იყონ ჰარმონიაში საკუთარ თავთან. შეხვედრამ ჩაიარა ძალიან კარგად, იყო საოცარი გარემო და უკუკავშირი, იყო მაქსიმალური ჩართულობა აუდიტორიის მხრიდან, ვიმუშავეთ საკმაოდ ნაყოფიერად და იმედს გამოვთქვამ რომ მონაწილეებიც ისეთივე პოზიტიური განწყობით წავიდნენ, როგორც მე. ეს იყო საჩუქარი ქალებისთვის, სადაც სამიზნე აუდიტორიად შერჩეული გვყავდა სტუდენტები აფხაზეთიდან და უბრალოდ ძლიერი ქალები. მადლობა კავკასიის უნივერსიტეტსა და ბატონ კახა შენგელიას, მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის“, – განაცხადა „ქალური როლების“ დამფუძნებელმა ნათია ახობაძემ.
შეხვედრა დადებითად შეაფასეს თავად დამწრეებმაც და როგორც აფხაზეთის მკვიდრი, ჯესიკა არქანია აცხადებს, საუბარი დღეს საქართველოზე ძალიან საჭირო და აქტუალურ თემებს შეეხო.
„ძალიან კარგი ლექცია იყო, მომხსენებელს საოცრად ეფექტური გამოსვლა ჰქონდა. ისეთ თემებზე იყო საუბარი, რომელიც ახლა საქართველოში ძალიან აქტუალურია და საჭიროა. მომეწონა მაგალითები, რითაც გვიხნიდა თემას და თვალსაჩინოს ხდიდა ყველაფერს. სასიამოვნო მოსასმენი იყო. მადლობა ნათიას ამ საჩუქრისთვის“, – აღნიშნა ჯესიკა არქანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები