ბელიზის დროშით მცურავმა გემმა ფოთის ზღვა დააბინძურა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ ფოთის პორტის ნავმისადგომთან, ზღვაში სამეურნეო მასების შემცველი წყლების ჩაღვრის ფაქტი გამოავლინეს.
ქმედების გამო, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ გემის კაპიტნის, სირიის მოქალაქის მიმართ, ერთობლივი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომელიც ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას 65 000 ლარის ოდენობით.