ოთარ დანელია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა
ბათუმში, სასტუმრო “რადისონში” სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდნენ.
მინისტრის თქმით, აღნიშნული შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა.
“ეს გახლავთ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ჩამოსული ვარ მოადგილეებთან ერთად. ვხვდებით ჩვენს კოლეგებს აჭარაში და რეგიონის ხელმძღვანელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროექტები მიმდინარეობს. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვენ გავეცნობით ყველა პროეექტს, რაც სოფლის მეურნეობის კუთხით რეგიონში მიმდინარეობს”, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
ოთარ დანელიამ თანამშრომლებთან სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების პერსპექტივები და 2014-2015 წლების მიზნობრივი პროგრამები განიხილა.