პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს.

სპეცრაზმელებმა ქუჩა გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს პარლამენტის უკანა შესასვლელთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები