თერგის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები მიმდინარეობს

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, დარიალის ხეობაში, ლარსის გამშვებ პუნქტთან თერგის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე მესამე დღეა დარიალის ხეობაში, გზის გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაზიანებულია 2 კმ გზის მონაკვეთი, საიდანაც 800 მეტრის გაწმენდა უკვე მოხერხდა. ამ დროისათვის სამუშაოები 1200 მეტრზე ლარსის გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება.
“თერგმა არსებული გზის საფარს საფუძველი გამოაცალა, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, მიმდინარეობს მდინარე თერგის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები. მას შემდეგ რაც მოხერხდება თერგის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნება, დაიწყება გზის აღდგენითი და მოწყობის სამუშაოები. დღესვე დაიწყება ლარსის გამშვები პუნქტის გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის ზონაში იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები, ისინი არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კმ–ზე მეწყერი 20 აგვისტოს გვიან ღამით ჩამოწვა. ღვარცოფული ჩამონატანების შედეგად გადაიკეტა გზის სავალი ნაწილი და ჩაიკეტა დარიალის ხეობა. “, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები