პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატურას კენჭს უყრის

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეებმა” საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარადგინა.

პარლამენტის ინფორმაციით, ლევან იოსელიანს 6 მარტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.
როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატურას უყრის კენჭს. სახალხო დამცველს პარლამენტი ირჩევს 6 წლის ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები